მესხური კერძების კვალდაკვალ

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 
მესხური კერძების კვალდაკვალ...
სამზარეულო ქვეყნის კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორიც ისტორია , რელიგია, ტრადიციები. კერძების სახელწოდებები და შემადგენლობა ყველაზე უკეთ ასახავს ხოლმე ცხოვრების ავბედითობას, რასაც მრავალჭირგამოვლილი ქართველი ერი ხან სიმწრით ხან კი ლხინში აგემოვნებდა. თუ არა სოფლის ან უბნის უხუცესებმა ვინ იცის ადგილობრივი (ამ შემთხვევაში მესხური) სამზარეულოს "ობოლი მარგალიტები", რომლებმაც ბედის უკუღმართობით ხან დამპყრობლების სამზარეულოს, ხან კი ენის გავლენით ადვილად დაიმკვიდრეს თავი ადგილობრივ კერძებს შორის  და ერთხანს გაჰყვნენ კიდეც მას. ეკო-vision"-ის წევრი ეკა ხითარიშვილი 80 წლის ჟუჟუნა ბებოს ესტუმრა და მასპინძლის მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ის რეცეპტები და პურის უძველესი სახეობები გააცოცხლა, რომელთა მცირედი ნაწილიღა აგრძელებს არსებობას კუთხურ სამზარეულოში და რომელთა რთულად გამოსათქმელი (ხანდახან არაქართულენოვანი) სახელწოდებებიც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა.
 

Комментариев нет:

Отправить комментарий