ტენილი ყველის წარმოება

დღეს,21 დეკემბერს ეკო-vision"-ის წევრები  მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ეწვივნენ  ქალაქ ვალის მკვიდრს ქალბატონ მზია ასპანიძესრათა  მისგან მიეღოთ ინფორმაცია  მესხეთისთვის  დამახასიათებელი ყველის სახეობების შესახებ. მასპინძელმა დიდი სიამოვნებით უმასპინძლა ბავშვებს და მოუყვა,რომ  სახელწოდება ,,ტენილი“ მოდის იქიდან, რომ მზა პროდუქტი იტენება ჭურჭელში მანამ, სანამ მზა სახეს მიიღებდეს. თუმცა სანამ ამ სახეს მიიღებდეს, ის გადის სხვადასხვა პროცედურებს. ,,ტენილი ყველი“ ძირითადად მზადდება ცხვრის რძისაგან შემდეგი წესით: ცხვრის რძით კეთდება ჩვეულებრივი ამოყვენილი ყველი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ინახება თბილ გარემოში მანამ, სანამ არ მივა იმ მდგომარეობამდე, როცა მისი ე.წ. ,,გახასება“ ანუ რეზინივით გაწელვა არ მოხდება. აღნიშნულ მდგომარეობამდე მისულ ყველს ვჭრით ნაჭრებად და თითოეულს ვდებთ ცხელ წყალში, რომელიც ტაფით დგას მუდმივ ტემპერატურაზე. აღნიშნულ ჭურჭელს გვერდით უდგას ცივი წყლით სავსე ჭურჭელი, რომელშიც გადადის ცხელი ჭურჭლიდან ძაფივით ამოწვერილი ყველი. პროცედურა უნდა წარიმართოს ძალიან სწრაფად მთლიანი ყველის დამთავრებამდე.  შემდეგ ცივ წყალში დაგროვილ ყველს ვიღებთ ტაფიდან და  ვათავსებთ სხვა ჭურჭელში სასურველი რაოდენობის მიღწევამდე. გარკვეული რაოდენობის გაწელილი ყველის შეგროვების შემდეგ მთლიან მასას ვათავსებთ მარილწყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ მას ვათავსებთ თუშფალანგზე დაწურვის მიზნით. უკვე კარგად გამომშრალ ყველს ვამატებთ ნაღებს და არევის შემდეგ ვტენით ქოთანში მაგრად. პირამდე ავსების შემდეგ თავზე ვასხამთ გამდნარ სუფთა ე.წ. ,,წმინდა ერბოს“( იგი მიიღება მთის კარაქის დადნობის შედეგად). რამდენიმე ადგილას ხის ჯოხით ვჩხვლეტთ ბოლომდე. ერბოს გაყინვისთანავე ქოთანს თავზე ვაკრავთ სუფთა ნაჭერს რამოდენიმე (სქელ) ფენად და ამოყირავებულს ვდებთ ნაცრის ფენაზე, რათა ყველის მიტანებული სითხე (შრატი) კარგად გამოიწუროს. ნაცარს ვუცვლით მანამდე, სანამ ის მთლიანად მშრალი  არ დარჩება. როგორც კი შევამჩნევთ ნაცარი მშრალია, ჩვენი ,,ტენილი ყველი“ მზად არის მისართმევად. აღნიშნული ყველი არის საკმაოდ გემრიელი, კალორიული და რეალიზებადი.
   

Комментариев нет:

Отправить комментарий