მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-ის წევრები განაგრძობენ სოფელში ისეთი ადამიანების მოძიებას, ვინც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში და რომელსაც არ ეზარება ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ინფექციებსა თუ დაავადებებზე რომელთანაც ბრძოლა ხალხური მედიცინის გამოყენებით ძალიან ეფექტურია. ამჯერად რესპოდენტი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი ლამარა დემეტრაძეა, რომელიც დაუზარებლად გვიამბობს ჩვენს სიახლოვეს გავრცელებულ იმ მცენარეებზე, რომელთა გამოყენებით წამლების წარმატებით ჩანაცვლება და ყოველგვარი უკუჩვენებების და ქიმიური დანამატების გარეშე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივი და ხელმოსაწვდომია. ქალბატონმა ლამარამ სიამოვნებით გვიმასპინძლა და თავის მხრივ მიიღო დაპირება რომ გაზაფხულზე სამკურნალო მცენარეების შეგროვებაში მას ეკოკლუბის წევრებიც დაეხმარებიან და ამ მიმართულებით ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ.
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ყოველთვის არსებობს ვინმე ისეთი, ვინც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში და რომელსაც არ ეზარება ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ ინფექციებსა თუ დაავადებებზე როგორიცაა: წითურა, ყბაყურა , ანგინა , ფილტვების ანთება , ბუასილი და სახის კანის დაბერების პირველი ნიშნები-ნაოჭებიც კი და ამ ყველაფერთან ხალხური მედიცინის გამოყენებით „ბრძოლის საშუალებები“. გამომდინარე აქედან სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-Vision"-მა სოფელში მოიძია ადამიანი, ქალბატონი ნაზი ოქრომელიძე, ვინც ერკვეოდა და აწვდიდა ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მასთან მისულ ადამიანებს, ესტუმრნენ მას და მიიღეს საინტერესო ცნობები სხვადასხვა დავადებების ხალხური მკურნალობის საშუალებების შესახებ.
ლიკა გიორგაძე -XI კლასი
მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
ხალხური მედიცინის რამდენიმე სასარგებლო რეცეპტი
სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ყოველთვის არსებობს ვინმე ისეთი, ვინც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში და რომელსაც არ ეზარება ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ ინფექციებსა თუ დააადებებზე როგორიცაა: წითურა, ყბაყურა , ანგინა , ფილტვების ანთება , ბუასილი და სახის კანის დაბერების პირველი ნიშნები-ნაოჭებიც კი და ამ ყველაფერთან ხალხური მედიცინის გამოყენებით „ბრძოლის საშუალებები“.
...თურმე წითურას დროს თუ ბავშვს გამონაყარი ნელა ემატება , ამზადებენ სამფერა იას მშრალი ყვავილების ნახარშს ან ნაყენს და ასმევენ ბავშვს , რათა გამონაყარი არ გავრცელდეს შინაგან ორგანოებზე. მაგრამ მაინც თუ დაიწყო გავრცელება მაშინ კურნალობენ ოხრახუშის ფესვებით.1 სუფრის კოვზ ოხრახუშის ახალ ან მშრალ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ფუთავენ , აჩერებენ 6-8 საათს, შემდეგ წურავენ. მიღბა: 1 სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს საშუალება გამონაყარს დევნის ორგანიზმიდან და ამოკლებს დაავადების დროს.
ყბაყურას მკურნალობენ სალბით. 2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ფუთავენ , აჩერებენ 1 საათი და წურავენ. მიიღება ½ ჩაის ჭიქა თბილი სახით 3-4 ჯერ დღეში. შეიძლება ამ ნაყენის გამოვლება ანგინის, გინგივიტის და ყბაყურას დროს. მაგრამ თუ დაგვაგვიანდა მკურნალობა უნდა ავიღოთ 2 სუფრის კოვზი სალბი, 2 საჭმლის კოვზი ცაცხვის ყვავილი , 2 ჩაის კოვზი პიტნა , 2 ჩაის კოვზი კამა, ყველაფერი დავაქუცმაცოთ, ავურიოთ და უნდა მოვხარშოთ 10 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. ამ ნახარშით დღეში ერთხელ 15-30 წუთით უნდა გავიკეთოთ ინჰალაცია. პროცედურის შემდგომ თბილად უნდა ჩავწვეთ ლოგინში, რადგან გაციება საშიშია.
რაც შეეხება ბრონქიტს, ბრონქიტი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს დაავადება გამოწვეულია ძირითადად ვირუსული ინფექციით. მწვავე ბრონქიტის საწყისი სტადიის სიმპტომებია: უხალისობა, უმადობა, უძილობა, ტემპერატურის მომატება, ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალია, შემდეგ კი სველი. ხალხურ მედიცინაში ბრონქიტს კურნავენ ზეთით და სკიპიდარით, არაყით და ძმრით ასევე კომბოსტოთი. ხველის დაწყებისთანავე ბავშვს მკერდსა და ზურგს უზელენ მცენარეული თბილი ზეთისა და სკიპიდარის ნარევით. თბილად უხვევენ ზურგს, მკერდს და აწვენენ. მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვს ზელენ არყისა და ძმრის თბილი ნარევით, აძლევენ 1 ჩაის კოვზ გვირილას ნაყენსა და თბილად აწვენენ ოფლის მოსადენად. ამოსახველებლად კი კომბოსტოს ფოთლებს ხარშავენ და წვენს ატკბობენ თაფლით. აძლევენ ბავშვს ჩაის კოვზით 5-6 ჯერ.
ღვიძლის ციროზი - არის დაავადება, რომლის დროს ზიანდება და იღუპება ღვიძლის უჯრედები. მათ ადგილას ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი. ციროზის გამომწვევი მიზეზებია: ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ვირუსი, ჰეპატიტი, ზოგჯერ არასწორი კვებადა და სხვა. ავადმყოფმა მედიკამენტებით მკურნალობასთან ერთად შეიძლება გამოიყენოს ხალხური საშუალებებიც. შვიტას, კრაზანას, ვარდკაჭაჭას ფესვსა და ფარსმანდუკს იღებენ ( 25 გრამი) თანაბარი რაოდენობით და აქუცმაცებენ. 1სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, აჩერებენ 20 წუთი. შემდეგ კი ადუღებენ 10 -15 წუთი. წურავენ და ღებულობენ ½ ჩაის ჭიქას დღეში სამჯერ, მშიერ კუჭზე. ასევე ქალის რძეს ურევენ თეთრ ფქვილსა და ღებულობენ დილა- საღამოს უზმოზე სუფრის კოვზით.
Комментариев нет:
Отправить комментарий