სტუმრად ჰასკის და ლაიკის სანახავად

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მიმდინარე წლის 24 თებერვალს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის კლუბ "ეკო -vision"-ის ძაღლების მოყვარული წევრები სტუმრად ქალაქ ვალის ადგილობრივ მკვიდრს ეწვივნენ, რომელიც ასევე ძაღლების მოყვარულია და თავის ორ ფავორიტ ჯიშის ძაღლს ჰასკისა და ლაიკას ერთდროულად უვლის. შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ მოსწავლეებს მასპინძელმა ამ ორი ჯიშის ძაღლისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშან -თვისებებზე, "ღირსებებზე" და საცხოვრებელ პირობებზე მოუთხრო, ისიც აუხსნა, რომ ხშირად საზოგადოება ამ ორი ჯიშს შეცდომით ერთმანეთთან აიგივებს ხოლმე. დამშვიდობებისას მასპინძლის თანხმობით მოსწავლეებმა ძაღლებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სურვილი გამოთქვეს , რომ თავადაც ოდესმე ეყოლებათ მათთვის სასურველი ჯიშის ძაღლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий