მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
"ეკო-vision"-ის კლუბის წევრების მიმდინარე კვირაში ერთ-ერთ ადგილობრივ მკვიდრს, ქალბატონ ციცინო ჩიტაშვილს სტუმრობნდნენ, რომელსაც სახლში არაერთი ცხოველი და ფრინველი ჰყავს. ,,ეკო-visioon"-ელებმა ქალბატონ ციცინოსთან სტუმრობისას მოინახულეს ზღვის გოჭი, კურდღლები, იხვები და თუთიყუში. მასპინძელმა მათ გააცნო, თუ როგორ უნდა მოუარონ აღნიშნულ ცხოველებს და ფრინველს . მან საუბარში აღნიშნა ,რომ თუთიყუშისებრთა რიგში ერთიანდება ორი გვარი: 1. კაკადუსნაირები, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს 65 სახეობას და 2. ნამდვილი თუთიყუშები ანუ გლუვენიანები, რომელშიც გაერთიანებულია 285 სახეობა. ამ ორ გვარში სულ გაერთიანებულია 350-მდე სახეობა. მათ შორის: 27 სახეობა და 14 ქვესახეობა შეტანილია მსოფლიო წითელ წიგნში.
შეიტყვეს,რომ ზღვის გოჭი გვინეური ზღვის გოჭი, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგს მიეკუთვნება. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს. უკანა თათზე 3 თითი აქვს, წინაზე - 4, ზურგი - მოყავისფრო-რუხია. ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში, კურდღლები კი კურდღლისებრნი— ძუძუმწოვრების ოჯახს მიეკუთვნება . მისი სხეულის სიგრძე 30-60 სმ, აქვთ ბოლო წაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული.
შეხვედრა ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა,რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასპინძლის სახლში არაერთ საინტერესო ფრინველსა თუ ცხოველს შევხვდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий