მიმდინარე წლის 23 იანვარს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის მე-2 საჯარო სკოლის კლუბ ,,ეკო-vision-ის" წევრები , თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში ესტუმრნენ ჩვენს ქალაქში ადგილობრივ მებოცვრეს. მოსწავლეებმა ამომწურავი ინფომრაცია მიიღეს ბოცვრებზე და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ბოცვრებს. მასპინძელმა საუბარში აღნშნა,რომ რომ ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ერევათ კურდღელი და ბოცვერი. მიუხედავად მსგავსებისა, ეს ორი ცხოველი მაინც სხვადასხვაა. განსხვავდება მათი ხასიათიც. კურდღელს არ გააჩნია კონკრეტული საცხოვრებელი ტერიტორია, უფრო მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.ბოცვერი პირიქით _ თხრის სოროს და წლიდან წლამდე ხვეწავს, უმატებს დამატებით სათავსებს, რომ უკეთ მოკალათდეს. დიდი სხვაობაა მათ გამრავლებაშიც, კურდღლის ბაჭიები გაცილებით დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანები არიან, დაბადებისთანავე დამოუკიდებლად შეუძლიათ კვება. ახალდაბადებული ბოცვერი უფრო უსუსურია და მასზე დედა ბოცვერი ზრუნავს. გარდა ამისა, კურდღლები და ბოცვრები ერთმანეთში არ ჯვარდებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий